ჩვენი პოლიტიკაა, რომ იმ
პრინციპებზე დაყრდნობით,
რასაც არ ვღალატობთ და არც
არასდროს ვუღალატებთ,
გაგრძელდეს პოზიციონირება
და დარწმუნებული ვართ, რომ
ეს ქვეყნის და ჩვენი
საზოგადოებისთვის მხოლოდ
საკეთილდღეოდ იქნება, -
განაცხადა „დღის
ქრონიკაში“ განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძემ.წამყვანმა
მას ჰკითხა, როგორ ფიქრობს,
შესაძლოა თუ არა, რომ
დაძაბულმა ფონმა აშშ-ის
ახალ ადმინისტრაციასა და
ევროკავშირს შორის
პირდაპირპროპორციული
გავლენა მოახდინოს
საქართველოსა და
ევროკავშირის ქვეყნის
ლიდერების ურთიერთობაზე,
თუ ევროკავშირი ახლა
თავადაც გადატვირთვის
რეჟიმშია.„ფაქტია, რომ
ტრამპი ევროკავშირისთვის
არ არის მისაღები ფიგურა.
ეს ცალსახად ჩანს
შეუიარაღებელი ძალით. ის
ღირებულებათა სხვაობა, რაც
ევროკავშირის ლიდერების
მხრიდან არაერთხელ
დაფიქსირებულა,
აბსოლუტურად
წინააღმდეგობაში მოდის იმ
ღირებულებით
კომპონენტთან, რომელსაც
ტრამპი ჯერ
წინასაარჩევნოდ
აცხადებდა, ახლა კი უკვე
ამის განხორციელებაზეა
გადასული. თუ გახსოვთ
ტრამპმა ასეთი
განცხადებაც გააკეთა, რომ
ევროპა ჩემთვის ვიქტორ
ორბანით იწყებაო. ამით მან
ხაზი გაუსვა იმას, რომ
ვიქტორ ორბანის
ხელმძღვანელობით უნგრეთში
დადგენილი ღირებულებითი
კომპონენტი მისთვის არის
სრულად მისაღები და რომ ის
[ორბანი] მისთვის
[ტრამპისთვის] წარმოადგენს
ევროპაში ერთ-ერთ მთავარ
მოკავშირეს.რაც შეეხება
საქართველოს კომპონენტს,
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა
გავლენას ახდენს
საქართველოსთან
ურთიერთობაზე, თუმცა ერთი
რაღაც არ უნდა
დაგვავიწყდეს. ის გარე
ძალები, რომელსაც ჩვენ
„გლობალური ომის პარტიას“
ვეძახით, ხოლო ტრამპი „დიფ
სთეითის“ სახელით
მოიხსენიებს, არსად წასულა.
მათ კვლავაც ამოძრავებთ ის
ძირითადი ინტერესები და
ძალისხმევა, რომლითაც სურთ,
რომ უკრაინაში საომარი
მოქმედებები არ შეწყდეს, ეს
პროცესები გაგრძელდეს და
ამით თავისი ზეგავლენა და
ძალაუფლება კიდევ უფრო
გაამყარონ. ამ სიტუაციაში
საქართველოსთვის
არსებითაც მნიშვნელოვანია
საკუთარი სუვერენიტეტის
განმტკიცება და იმ
პოზიციების დაცვა,
რომლითაც ჩვენ მართლაც
გამოკვეთილად მთელმა
მსოფლიომ დაინახა, რომ
საქართველო წინ აღუდგა იმ
ლიბერალურ პრინციპებს,
რომელიც ეწინააღმდეგება
იმ ტრადიციულ
ღირებულებებს, რომელიც
ჩვენი ქვეყნისთვის
ეგზისტენციალურად
მნიშვნელოვანია.აქედან
გამომდინარე, ჩვენი
თავსებადობა
განსაკუთრებით უნგრეთთან,
ან სხვა ქვეყნებთან
მიმართებაში, კიდევ ერთხელ
განაპირობებს იმ
გარემოებას, რომ ერთობლივი
ძალისხმევით, რაზეც რიგი
ევროკავშირის ქვეყნები
ღიზიანდებიან, რადგან უფრო
მეტი ძალა და პრინციპულობა
ჩანს, მათი ბრძოლა უფრო
შესუსტებულია. ჩვენი
პოლიტიკაა, რომ იმ
პრინციპებზე დაყრდნობით,
რასაც არ ვღალატობთ და არც
არასდროს ვუღალატებთ,
გაგრძელდეს პოზიციონირება
და დარწმუნებული ვართ, რომ
ეს ქვეყნის და ჩვენი
საზოგადოებისთვის მხოლოდ
საკეთილდღეოდ იქნება“, -
აღნიშნა მიქანაძემ.