გივი მიქანაძე სანქციებზე: მილევად რეჟიმში მყოფი ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იქ სადაც კიდევ აქვს რაღაც შესაძლებლობა, სიტუაცია გაამწვავოს

Primetime.ge 2 დღის წინ 10
გივი მიქანაძე სანქციებზე: მილევად რეჟიმში მყოფი ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იქ სადაც კიდევ აქვს რაღაც შესაძლებლობა, სიტუაცია გაამწვავოს
მილევად რეჟიმში მყოფი ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს რეჟიმი, რასაც ჰქვია ბოლო კუდის მოქნევა და ის ცდილობს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იქ სადაც კიდევ აქვს რაღაც შესაძლებლობა, მოცემული სიტუაცია გაამწვავოს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.დეპუტატი გამოეხმაურა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძისთვის სანქციები დაწესებას გულისხმობს.„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს და ავლენს იმ მიზანმიმართულ შეტევებს, რომლის მიზანია საქართველოში სიტუაცია არა სტაბილიზაციისკენ, არამედ გარკვეულწილად დესტაბილიზაციისკენ წავიდეს“, - აღნიშნა მიქანაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია