20 მაისს, ნიუ-იორკში ვიზიტის
ფარგლებში, პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე, ჰარვარდის
კლუბში, საქართველოს
გენერალური საკონსულოს
მიერ ორგანიზებულ
საქართველოს
დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილ მიღებას
დაესწრო.მიღებაზე
მიწვეული იყვნენ
ნიუ-იორკში აკრედიტებული
დიპლომატიური მისიების
ხელმძღვანელები და
წარმომადგენლები.ღონისძიებას
მასპინძლობდნენ
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრის
მოადგილე ლაშა დარსალია და
ნიუ-იორკში საქართველოს
გენერალური კონსული მაია
ბართაია.ღონისძიებას
ასევე ესწრებოდა გაეროსა
და საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს მუდმივი
წარმომადგენელი დავით
ბაქრაძე.