ეს კიდევ ერთხელ
ადასტურებს, რომ დღეს
უკრაინის ხელისუფლება
არის გამტარებელი იმ
პოლიტიკის, რაც საერთო
კონტექსტში გლობალური
ომის პარტიის მიზნებს
ემსახურება, - ასე
გამოეხმაურა პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძე ბრიუსელში,
ევროკავშირის სამიტზე
სიტყვით გამოსვლისას,
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ
საქართველოს მისამართით
გაკეთებულ განცხადებას.
დეპუტატის თქმით, უკრაინის
პრეზიდენტის მხრიდან
მსგავსი უარგუმენტო და
უსაფუძვლო
დამოკიდებულება,
აბსურდული და საწყენია.„იმ
დროს, როდესაც უკრაინა
იმყოფება ასეთ უმძიმეს
პირობებში, როდესაც
ყოველდღიურად ათასობით
ადამიანის მსხვერპლს და
ნგრევას ვხედავთ ამ
ქვეყანაში, ეს ადამიანი
ჩადის ბრიუსელში,
ევროპულის საბჭოს სამიტზე
და იცლის იმისთვის, რომ
სრულიად აბსურდული,
სრულიად უსაფუძვლო და
შეურაცხმყოფელი
განცხადება გააკეთოს
საქართველოს
საწინააღმდეგოდ. ეს კიდევ
ერთხელ ადასტურებს, რომ
დღეს უკრაინის
ხელისუფლება არის
გამტარებელი იმ პოლიტიკის,
რაც საერთო კონტექსტში
გლობალური ომის პარტიის
მიზნებს ემსახურება“, -
განაცხადა
მიქანაძემ.უკრაინის
პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ
ზელენსკიმ ევროპული
საბჭოს სხდომაზე სიტყვით
გამოსვლისას განაცხადა,
რომ საქართველოს
ხელისუფლება უარს ამბობს
ევროკავშირთან
თანამშრომლობაზე და
სამიტის მონაწილეებს,
მთავრობაზე ზეწოლისკენ
მოუწოდა.