გივი მიქანაძე: გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რამდენი უსამართლო ნაბიჯი გადაიდგა საქართველოსთან მიმართებით და როგორი ხშირი იყო განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც საფუძველი და არგუმენტაცია არ ახლდა თან

Primetime.ge 4 საათი წინ 5
გივი მიქანაძე: გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რამდენი უსამართლო ნაბიჯი გადაიდგა საქართველოსთან მიმართებით და როგორი ხშირი იყო განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც საფუძველი და არგუმენტაცია არ ახლდა თან
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს როდის დაინიციირდა მეგობარი აქტი. ის დაინიციირდა ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ მეგობარ აქტზე საუბრისას.„ჩვენ გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რამდენი უსამართლო ნაბიჯი გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში და როგორი ხშირი იყო განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი საფუძველი და არგუმენტაცია არ ახლდა თან. ეს აქტი პროცედურული კონტექსტიდან გამომდინარე განხილვას განაგრძობს, თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ იმას, რა ღირებულებითი თანხვედრა არის იმ აქტივობებს შორის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა სუვერენიტეტის განმტკიცების, გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების პატივისცემის და გამყარების თვალსაზრისით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ პოლიტიკასთან მიმართებაში.თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ ძალიან წარმატებულ ვიზიტს, რომელიც ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს ჰქონდა სულ ახლახან აშშ-ში და ეს საკმაოდ გრძელვადიანი იყო. შეხვედრები იყო არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაზე, როგორც ორმხრივი, ასევე იყო შეხვედრები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ასევე შეხვედრები იყო თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში და ის პოზიტიური სიგნალები, რომელიც გამოიკვეთა ამ შეხვედრები ფონზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არის აბსოლუტური მზაობა და ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, ამ მზაობასთან ერთად გამოიკვეთა კონკრეტული რეალობები იმისა, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს, გაღრმავდეს, დაუბრუნდეს ნორმალურ ჭრილს, გადაიდგას ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა ძირითადი ხვედრითი წილი სწორედ აშშ-ის შესაძლებლობებშია. საუბარი გვაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე, პირდაპირი ავია ფრენების დაწყებაზე, რამაც კიდევ უფრო უნდა დააახლოოს და გააღრმაოს ეს ურთიერთობები.ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ პროცესებს, რაც ახლა კონგრესში მიმდინარეობს. ის დოკუმენტი, რომელსაც ე.წ. მეგობარი აქტი ჰქვია თავისი კონტექსტური დანიშნულებიდან აცდენილია 180 გრადუსით მეგობრობას. ის გამოხატავს ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფას იმიტომ, რომ მიმართულია საქართველოს რეალობების დამახინჯებაზე და ამ დამახინჯებიდან გამომდინარე ძალიან მკვეთრი, არასასურველი და არამეგობრული ნაბიჯების გადადგმაზე.ჩვენ ვხედავთ, რომ აჟიტირებულია ოპოზიცია და ეს ჩვენი საზოგადოებისთვის გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები იმართებიან გარედან, ამ ადამიანებს საკუთარ ხალხთან არაფერი არ აქვს სათქმელი. ამის ძალიან მარტივი მაგალითია წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ოპოზიციას, რადიკალებს, აქ წინასაარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ. ისინი სხვადასხვა დედაქალაქებში მართავდნენ შეხვედრებს იმის ნაცვლად, რომ მათ ჩაეტარებინათ წინასაარჩევნო კამპანია, ისინი მიმართავდნენ კონკრეტულ გარე სუბიექტებთან ურთიერთობას და სწორედ მათი მითითებების თუ კარნახის და დავალების მიხედვით მოქმედებდნენ მაშინაც და ახლაც გარკვეულწილად ეს ძალები მართავდნენ მათ მოქმედებებს მათი მოლოდინი აბსოლუტურად აზრს მოკლებულია პირველ რიგში იმ ღირებულებითი თანხვედრით პოლიტიკიდან გამომდინარე და იმ წარმატებული ვიზიტის ფონზე, რომელიც ვიცე პრემიერს ჰქონდა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია