აქ კიდევ ერთხელ ჩანს მათი
დესტრუქციული
დამოკიდებულება და
სურვილი იმისა, რომ
პროცესები მშვიდობიანად
დასრულებისკენ არ წავიდეს,
- ასე შეასაფა „ქართული
ოცნების“ წევრმა,
პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძემ ევროპის
საბჭოს გენერალური
მდივნის საქართველოში
ვიზიტთან დაკავშირებით
ოპოზიციის
ქმედებები.„გენერალური
მდივნის ვიზიტი ხაზს
უსვამს ევროპის
საბჭოსთვის საქართველოს
მნიშვნელობას და იმ
მხარდაჭერასა და
თანამშრომლობაზე
ორიენტირებულ პოლიტიკას,
რაზეც ამ დღეების
განმავლობაში ძალიან
აქტიურად მიმდინარეობდა
საუბარი“, - აღნიშნავს
მიქანაძე.ევროპის საბჭოს
გენერალური მდივანი
საქართველოში ვიზიტს
განაგრძობს. ოპოზიციური
სპექტრის უკმაყოფილებას
გამოთქვამს, რადგან ალენ
ბერსი „ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარეს,
ასევე, აღმასრულებელი და
საკანონმდებლო
ხელისუფლების პირველ
პირებს შეხვდა.