ბოლო დღეებში
განვითარებულმა
მოვლენებმა მსოფლიოს
ყურადღება მიიპყრო. ჩვენ
კიდევ ერთხელ დავინახეთ,
ძალიან ღიად და აშკარად
გამოჩნდა სად გადის ზღვარი
ომის მსურველებსა და
მშვიდობის მხარდამჭერებს
შორის. ოვალურ კაბინეტში
განვითარებულმა
მოვლენებმა ძალიან ბევრი
პროცესები დაძრა მსოფლიოს
მასშტაბით, ისევე, როგორც
საქართველოში, - განაცხადა
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძემ
გადაცემაში „დღის
ქრონიკა“.მისი თქმით, კიდევ
ერთხელ ნიღაბი ჩამოეხსნა
იმ რადიკალურ დაჯგუფებებს,
რომლებიც სწორედ გარედან
იმართებიან და რომელთა
დღის წესრიგიც არის ქაოსი,
დესტაბილიზაცია
ქვეყანაში, არეულობა და
საქართველოს რაიმე ფორმით
ომში ჩართულობა.„არავის
დავიწყებია ის პროცესები,
რომელიც ბოლო სამი წლის
განმავლობაში აქტიურ
რეჟიმში სწორედ
რადიკალური ოპოზიციის
დღის წესრიგს
წარმოადგენდა, როდესაც ეს
ადამიანები, რომლებიც დღეს
აცხადებენ, რომ არასდროს
უთქვამთ იმის შესახებ, რომ
საქართველო უნდა
შეერთებოდა რუსეთის
წინააღმდეგ დაწესებულ
სანქციებს და საქართველოს
არ უნდა გაეგზავნა
მოხალისეები უკრაინაში და
ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც
ხელისუფლება ამ ყველაფრის
წინააღმდეგ გამოდიოდა,
რადგან მოქმედებდა სწორედ
ეროვნული ინტერესებით,
მოქმედებდა საკუთარ
ქვეყანაზე და საკუთარი
ხალხისადმი
პასუხისმგებლობის ძალიან
მაღალი სტანდარტით, ახლა ის
ადამიანები, რომლებიც
ამისკენ გვიკიჟინებდნენ
და მოგვიწოდებდნენ,
ამბობენ, რომ თურმე ამის
შესახებ არაფერი
უთქვამთ.რეალობა არის
ცალსახა, რომ ჩვენ ნომერ
პირველ პრიორიტეტად
ვაყენებდით და დავაყენებთ
ყოველთვის ჩვენი ქვეყნის
და ჩვენი ხალხის
ინტერესებს. მშვიდობის და
სტაბილურობის შენარჩუნება
არის „ქართული ოცნების“
უმთავრესი პრიორიტეტი
იმიტომ, რომ ეს პირველ
რიგში არის ჩვენი
მოსახლეობის უდიდესი
ნაწილის მხრიდან
მხარდაჭერილი. ზუსტად
ჩვენი მოსახლეობის ძალიან
დიდმა სიბრძნემ და სწორმა
ანალიზმა გაამყარა ის
პოზიციები, რასაც
ხელისუფლება ამ წლების
განმავლობაში
ახორციელებდა იმისთვის,
რომ ქვეყანაში სიმტკიცე,
სტაბილურობა და რაც
მთავარია მშვიდობა
შენარჩუნებულიყო, არ
დამდგარიყო ჩვენი ქვეყნის
არსებობა - არ არსებობის
საკითხი.სწორედ ამ
ყველაფერმა უზრუნველყო ის,
რომ დღეს საქართველო
ვითარდება, ჩვენ გვაქვს
იანვარში 11.1%-ის
ეკონომიკური ზრდა და
გასული წლები საშუალოდ
ჩვენ 10% - იანი ზრდით
დავასრულეთ. ჩვენ ვხედავთ,
რომ ეს აღიარება არის არა
მარტო ხელისუფლების
მხრიდან გაკეთებული
პროგნოზებით და
კონკრეტული ციფრებით,
არამედ აღნიშნულს
ადასტურებენ ისეთი
საერთაშორისო ფინანსური
ინსტიტუციები, როგორიც
არის მსოფლიოს ბანკი, აზიის
განვითარების ბანკი,
„იბიარდი“ და სხვა
ავტორიტეტული
ორგანიზაციები. სწორედ
ჩვენი ხელისუფლების
პრაგმატულმა ნაბიჯებმა და
მის უკან მდგომი
საზოგადოების დიდი
ნაწილის ერთიანობამ ჩვენ
შეგვანარჩუნებინა ქვეყანა
და მისი წინსვლისთვის
ყველაფერი
გაგვეკეთებინა.ჩვენ
იმასაც ვხედავთ, რომ
„გლობალური ომის პარტია“,
იგივე „დიფ სთეითი“ არის
აგონიაში და მას კვლავაც
მსოფლიოს მასშტაბით
ძალიან ბევრი მხარდამჭერი
ჰყავს, რომლებიც ჩართული
არიან სწორედ მათი
პოლიტიკის
განხორციელებაში. სწორედ
ამ კონტექსტში ვხედავთ, რომ
კონკრეტული სახელმწიფო
ლიდერები აფიქსირებენ
თავის პოზიციას, რომ ომი
უნდა გაგრძელდეს
უკრაინაში, რაც არის
დაუშვებელი.ჩვენი ქვეყნის
საზოგადოებამ დაინახა, თუ
რაოდენ ჭეშმარიტებას და
სიმართლეს ვამბობდით
პირველივე დღიდან, რაც
დაიწყო საომარი
მოქმედებები უკრაინის
ტერიტორიაზე და რატომ
ვიცავდით ასეთი დიდი
პასუხისმგებლობით და
ასეთი გამალებით ჩვენი
ქვეყნის სუვერენიტეტს,
კეთილდღეობას და
მშვიდობის შენარჩუნებას
ჩვენი ქვეყნისთვის“, -
აღნიშნა გივი მიქანაძემ.