მათ დასკვნა დააფუძნეს 2023
წლის მდგომარეობას და არა
იმ კონკრეტულ ნაბიჯებს,
როგორც პარლამენტის მიერ,
ასევე, განათლების
სამინისტროს მიერ
გადაიდგა 2024 წლის
განმავლობაში, - განაცხადა
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე,
უმრავლესობის წევრმა გივი
მიქანაძემ EQAR-ის
გადაწყვეტილებაზე
საუბრისას.„ეს არის
შეფასებული 2023 წლის
მოცემულობებით, რაც, რა
თქმა უნდა, არასწორია,
იმიტომ, რომ 2024 წლის
საგაზაფხულო სესიაზე,
მთავრობის ინიციატივით,
ჩვენმა კომიტეტმა
განიხილა არაერთი
საკანონმდებლო
ინიციატივა, რომელიც
შემდგომში პარლამენტში
იყო წარდგენილი. მინდა
გითხრათ, რომ ძირითადი
რეკომენდაციები
შესრულებულია.სამწუხაროა,
რომ მათ დასკვნა დააფუძნეს
2023 წლის მდგომარეობას და
არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს,
როგორც პარლამენტის მიერ,
ასევე, განათლების
სამინისტროს მიერ
გადაიდგა 2024 წლის
განმავლობაში. ამიტომ
ხარისხის ეროვნულმა
ცენტრმა გაასაჩივრა ეს
გადაწყვეტილება და ამ
გასაჩივრების საფუძველზე
წარდგენილი იქნება ყველა
დეტალური ცვლილება. ჩვენ
დარწმუნებულები ვართ, რომ
ეს იქნება მხედველობაში
გატარებული და ეს
შეჩერებული რეგისტრაცია
აღდგება," - განაცხადა გივი
მიქანაძემ.საქართველოს
განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული
ცენტრმა დირექტორის
მოვალეობის შემსრულებლის,
ლაშა მარგიშვილის
განცხადება გაავრცელა,
რომელშიც აღნიშნულია, რომ
უმაღლესი განათლების
ხარისხის უზრუნველყოფის
ევროპულ რეესტრში (EQAR)
ცენტრისთვის რეგისტრაციის
გაუქმება არანაირი ფორმით
არ უკავშირდება
საქართველოში გაცემული
დიპლომებისა და
მინიჭებული
კვალიფიკაციების
აღიარების საკითხს.