ახლა გადავალ ბარემ რაც
ახლოს არის ვაკის
პოლიციაში და იქიდან
წამიყვანენ, - ასე
გამოეხმაურა „ნაციონალური
მოძრაობის“ ყოფილი
დეპუტატი გივი თარგამაძე
სასამართლოს
გადაწყვეტილებას.„ახლა
გადავალ ბარემ რაც ახლოს
არის ვაკის პოლიციაში და
იქიდან წამიყვანენ.
განაჩენები რით
ისაზღვრება, ან როგორ,
კაცმა არ იცის“, - აღნიშნა
თარგამაძემ.თბილისის
საქალაქო სასამართლომ
„ნაციონალური მოძრაობის“
ყოფილ დეპუტატს, გივი
თარგამაძეს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის მოთხოვნის
შეუსრულებლობის ფაქტზე
შვიდი თვით პატიმრობა
შეუფარდა. მას ასევე,
აეკრძალა ორი წლით
თანამდებობის დაკავება.