ზუგდიდის მუნიციპალიტეტ
სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო
ხაზთან მოკლული გიგა
ოთხოზორიას მკვლელობიდან 9
წელი გავიდა. აფხაზმა ე.წ.
მესაზღვრემ რაშიდ კანჯი
ოღლიმ ოთხოზორია
ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლით 2016 წლის 19 მაისს
ადგილზე მოკლა.გალის
რაიონიდან დევნილი
ოთხოზორიას ოჯახის
წევრებისა და ახლობლების
ინფორმაციით, მკვლელობა
შელაპარაკებას მოჰყვა.
გიგა ოთხოზორია გალში
პროდუქტების შეტანას
ითხოვდა, რაზეც ვერ
შეთანხმდნენ.2023 წელს
სტრასბურგის სასამართლომ
გიგა ოთხოზორიას
მკვლელობის საქმეზე
პასუხისმგებლობა რუსეთს
დააკისრა. სასამართლომ
რუსეთს მოკლულის
ოჯახისთვის
არამატერიალური ზიანის
ასანაზღაურებლად 130 000 ევროს
კომპენსაციის გადახდა,
ხოლო ხარჯების
ასანაზღაურებლად 9 265 ევროს
გადახდა დააკისრა.