
“გამთენიას თბილისიდან გურიაში მაშველად წასული 3 ბიჭი მაღალმთიანი გურიის ერთ სოფელში შევიდა. ყელამდე თოვლში 11 საათი ფეხით იარეს, ნახევრად ჩამონგრეულ სახლში ფრთხილად შევიდნენ და საბნებში გახვეული 70 წლამდე ქალი იპოვეს.
შევშინდითო, ვიფიქრეთ ვერ მივუსწარითო.
ყველაზე გაბედულმა ფრთხილად შევეხე მხარზე და თვალები რომ გაახილა, ეგეთი ბედნიერები არასდროს ვყოფილვართო.
ჩემმა დისშვილმა გამოგგზავნათ ალბათ ბიჭებოო, უკითხავს გამოფხიზლებულ ქალს. ერთადერთი დისშვილი მყავსო, თბილისში ცხოვრობსო, “საპატრულო მილიციაში” მუშაობსო!
საკვები და წამლები დაუტოვეს, სახლი გადაუთოვლეს და შემდეგი სოფლისკენ მიდიან ამ წამს.
რეზო, შეგხვდება ეს პოსტი აუცილებლად და გახსოვდეს, დეიდაშენი რომ გადაარჩინა იმ ხალხის სახლის კარზე აბრახუნებ 5000 ლარიანი ქვითრის ჩასაბარებლად!
P.S. ჯამში 25 000 ლარის ჯარიმის ქვითრები აქვთ ბიჭებს,” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.