
“ორიოდე სიტყვა კობახიძის “მარგალიტებზე”:
მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, “ლელო”-სთან კომუნიკაცია არ მქონია უკვე ორი თვეა. ამიტომ, კობახიძეს ვურჩევდი, განაახლოს სუს-ის ინფორმაცია.
რაც შეეხება ხელისუფლების უშედეგო მცდელობებს, მოეწყოთ შეხვედრები ჯერ სალივანთან და მერე კუშნერის მეშვეობით ტრამპთან აეწყოთ რაღაც კომუნიკაცია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი წყარო ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე კობახიძე…” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.