
“ძალიან დამთრგუნველი იყო, რაც ტრამპი-ზელენსკის შეხვედრაში მოხდა. ამის მსგავსი არაფერი მინახავს. პოლიტიკას პლანეტარულ დონეზე რამსები აქვს არეული.
შეგვიძლია, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ტრამპი ნაბიჭვარია (და კიდევ ბევრი სიტყვა ვიხმაროთ), მაგრამ აზრი? დიდი ხანია ვიცით, რაც არის.
თავადაც მომწყინდა ამის გამეორება: ახლა ტრამპი მოცემულობაა. უფრო ღრმად რომ წავიდეთ, ის პრობლემის სიმპტომია და არა ძირი.
ამ სიტუაციაში ზელენსკის მიმართ სიპათია რომ არ გქონდეს, ჩემი აზრით, მორალური პრობლემა გაქვს. მაგრამ ვშიშობ, გუშინდელი კატასტროფა შეიძლება ბოლოს ზელენსკის უფრო დაბრალდეს, ვიდრე ტრამპს.
ეს უკიდურესად უსამართლოა. მაგრამ როცა შენი ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია ისეთი ადამიანის გული მოიგო, როგორიც ტრამპია, მასზე უნდა აეწყო. თუ წარმატების გზა მისი ეგოს ფხანაზე გადის, სტრატეგია ამაზე უნდა ააგო.
და კიდევ: ხშირად ისტორიაში შემთხვევითობას და დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მერე მოვა „ჭკიანი ხალხი“ და ააგებს თეორიებს, რომ ყველაფერო წინასწარ იყო განსაზღვრული. არა, წინასწარ განსაზღვრული არაფერია, ყველაფერი კონკრეტული ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული,” – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.