გია ვოლსკი - რეზოლუციას როცა კითხულობს ობიექტური დამკვირვებელი ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება, თითქოს საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა

Primetime.ge 1 კვირა წინ 16
გია ვოლსკი - რეზოლუციას როცა კითხულობს ობიექტური დამკვირვებელი ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება, თითქოს საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა
რამდენიმე საინტერესო პასაჟია ამ რეზოლუციაში და როცა კითხულობს ობიექტური დამკვირვებელი ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, არის უსაფუძვლო, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.„ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ის არის, რომ ეკონომიკური ომი არ გამოვუცხადეთ რუსეთს, მაგრამ მათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩვენზე უფრო მეტი ექსპორტი აქვთ რუსეთის მიმართულებით. სხვა ქვეყნებიც არ თაკილობენ საკმაოდ ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს. მიუხედავად შემცირებისა, ამ დიდი პერიოდის განმავლობაში, უკრაინის ომიდან მოყოლებული, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზით მარაგდებოდა ევროკავშირის ქვეყნები და მილიარდობით დოლარი რუსეთის ბიუჯეტში შევიდა, რაც არის გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინას აღმოუჩინეს სამხედრო დახმარება“,- განაცხადა ვოლსკიმ.მისივე თქმით, „საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარების ხელშეწყობა ხდება“.„საგანგებო ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწილსაც, სადაც წერია, რომ საგარეო კურსი არ ემთხვევა ევროპულ კურსს, გარდა ამისა, კიდევ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროინტეგრაცია, რადგან არა თუ შევაჩერეთ, არამედ მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. ხოლო 2028 წელს, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მზად ვიქნებით, რათა ამ პროცესმა 2030 წელს უკვე მიაღწიოს საბოლოო მიზანს და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გვექნება ყველა მონაცემი.ასე რომ, ეს სპეკულაცია მნიშვნელოვანწილად ატარებს გარკვეულ პოლიტიკურ შინაარს და ამას ჰქვია თავისი კონკრეტული სახელი, ეს არის საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარების ხელშეწყობა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია