ასე არ ხდება, რომ ამერიკის
შეერთებული შტატების
არჩეულმა პრეზიდენტმა
მაკრონს უთხრას, რომ „მიდი,
ერთი დაელაპარაკე ამათ“, -
განაცხადა გადაცემაში
„დღის ქრონიკა“
საქართველოს პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა
გიორგი ვოლსკიმ. იგი
ამგვარად გამოეხმაურა
ოპოზიციის განცხადებებს,
რომ სატელეფონო საუბრისას
საფრანგეთის პრეზიდენტმა
ემანუელ მაკრონმა
„ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარეს
ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის
არჩეული პრეზიდენტის
დონალდ ტრამპის
გზავნილები
გადასცა.გიორგი ვოლსკი
აღნიშნავს, რომ ყველა
ქვეყანას თავისი ინტერესი
აქვს.„ასე არ ხდება, რომ
ამერიკის შეერთებული
შტატების არჩეულმა
პრეზიდენტმა მაკრონს
უთხრას, რომ „მიდი, ერთი
დაელაპარაკე ამათ“. ყველა
ქვეყანას თავისი ინტერესი
გააჩნია და არც ის არის
გამორიცხული, რომ
საფრანგეთს და ამერიკის
შეერთებულ შტატებს მთელ
რიგ საკითხებთან
დაკავშირებით
განსხვავებული აზრი
გააჩნდეთ, მათ შორის,
ევროპის მომავალზე, იმ
ღირებულებებზე, რაც
ევროპისთვის მისაღებია და
ვთქვათ, შეერთებული
შტატების ახალი
ადმინისტრაციისთვის
მიუღებელია. ეს იგივეა,
სპეკულაცია დავიწყო, რომ
რადგან გენდერულ თემასთან
დაკავშირებით ჩვენი და
ამერიკის შეერთებული
შტატების პოზიცია
ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს,
რომ ყველა სხვა საკითხშიც
დავემთხვევით“, - განაცხადა
გიორგი ვოლსკიმ.მან
აღნიშნა, რომ
საქართველოსთვის
საგანგებო მნიშვნელობა
აქვს იმას, რომ ოპოზიციისა
თუ „ქართული ოცნების“
ყველა მხარდამჭერი
პასუხისმგებლობიანი
იყოს.„იმიტომ რომ
საქართველო თუ წავიდა
ნგრევის გზაზე, ეს ყველას
შეეხება, იმ
ახალგაზრდებსაც, რომლებიც
ქუჩაში არიან და იმ ძალიან
ბევრ ახალგაზრდას, რომელიც
ქუჩაში არც გამოდის და
აბსოლუტურად სხვა
დამოკიდებულება აქვს ამ
პროცესის მიმართ, უბრალოდ,
ისინი არ არიან
აგრესიულები თანატოლების
მიმართ“, - აღნიშნა გიორგი
ვოლსკიმ.მან ასევე
განიხილა პროტესტის
მონაწილეთა განცხადებები
იმის თაობაზე, რომ ისინი არ
უჭერენ მხარს „ნაციონალურ
მოძრაობას“ და მხოლოდ
თავის ხმებს იცავენ.„ამას
აბსოლუტურად არ სჭირდება
დაცვა, მაგრამ რა ხმებს
იცავთ, ვის მიეცით ეს ხმა? -
„ნაცმოძრაობას“, ხომ?
რამდენიც მიიღო
„ნაცმოძრაობამ“, იმდენი
მიიღო. ნურავინ ნუ იტყვის,
რომ პოლიტიკურ პარტიას არ
უჭერენ მხარს. ასე რომ,
ვფიქრობ, ის რესურსი,
რომელიც გააჩნია
რადიკალურ ოპოზიციას,
სამწუხაროდ, თავს
მოხვეულია საზოგადოების
გარკვეული ნაწილისა და
ბევრი ახალგაზრდისათვის.
ამას სიღრმისეულად,
კრიტიკულად უნდა
ჩავუფიქრდეთ“, - აღნიშნა
ვოლსკიმ.პარლამენტის
პირველი ვიცე-სპიკერი
ასევე მიიჩნევს, რომ
შეუძლებელი იქნებოდა,
პარიზში შეხვედრისას
სალომე ზურაბიშვილსა და
დონალდ ტრამპს რაიმე
საკითხები სიღრმისეულად
განეხილათ.„სალომე
ზურაბიშვილი ამბობს, რომ
„ველაპარაკე არჩეულ
პრეზიდენტს ტრამპს და
სიღრმისეულად განვიხილეთ
საკითხები“. ასეთი რამ არ
ხდება, წარმოუდგენელია.
შეიძლება, მოხდეს, მაგრამ
წინასწარი შეთანხმების
გარეშე, ისე, რომ საკითხი არ
იყოს დამუშავებული, ამ
დონეზე საკითხი არ იხილება,
ვინაიდან საგანგებო
მდგომარეობაა მსოფლიოში,
საგანგებო გეოპოლიტიკური
მდგომარეობა აქვს
საქართველოს“, - აღნიშნა
გიორგი ვოლსკიმ.