2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
დავით ცინდელიანის
სიცოცხლის უფლების
ხელყოფის საქმე
განიხილება, ხაიშის სატყეო
დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა, გია
ანსიანმა ისაუბრა.გია
ანსიანის განცხადებით,
დავით ცინდელიანი სამმა
ახალგაზრდამ სხვა
მანქანაში გადასვა და მათ
უთხრეს, რომ გაჰყოლოდნენ
ქალაქის მთავარ
სამმართველოში, რა დროსაც
ანსიანის მანქანიდან
მოიპარეს მანქანის
გასაღები და დატოვეს
ტერიტორია.„წყალტუბოს
გზატკეცილისკენ უნდა
ჩამეხვია, შემეშალა და 100
მეტრით გავცდი, დაახლოებით.
როცა მივხვდი, რომ ავცდი
გზას, გავაჩერე. ზაური
ცინდელიანი იჯდა ჩემს
გვერდით და ჰკითხა.
წყალტუბოს გზატკეცილისკენ
როგორ უნდა
გავბრუნებულიყავით. სანამ
კითხავს დასვამდა და
პასუხს გასცემდნენ. უკვე
სამი ახალგაზრდა მომადგა.
მეკითხებიან, რა გვარის
ხარო, ვუპასუხე
ანსიანი-მეთქი. ჩემს
გვერდით ზის ზაური, ზაურის
უკან ის გოგო ზის, ჩემს უკან
დავით ცინდელიანი იჯდა.
პირდაპირ ეუბნებიან შენ
გადმოდიო. ვიფიქრე, რომ
ნარკოტიკზე ხომ არ
ამოწმებენ-თქო. არც
მიფიქრია, რომ ასეთი
შემთხვევა იყო
მოსალოდნელი. პირდაპირ
წაიყვანეს მანქანისკენ.
შავი მაისურები და
შარვლები ეცვათ, სპორტული
აღნაგობის მოკლედ შეჭრილი
თმით ახალგაზრდები.
არაფერი უჩვენებიათ. მე რომ
ვუთხარი, სად
მიგყავთ-მეთქი, ჩვენ
სამმართველოში ვართ
დაბარებულები, ვიცითო
ყველაფერიო და
გამოგვყევით ქალაქის
მთავარ სამმართველოშიო.
ვჯდები მანქანაში და
მანქანის გასაღები
ამოუცლიათ. იქვე ჩასახვევი
იყო, ეს ბანკის წინ ხდება,
იქვე კამერებიც არის,
მაგრამ ორჯერ ვიყავით
ჩამოსული და კამერები
არავინ არ გვანახა“, -
განაცხადა გია ანსიანმა.