გია აბაშიძე: გონივრული მმართველობის შედეგად, უზარმაზარი საგარეო რყევებისა და ვითარების შიგნიდან მუდმივი არევის ფონზე, საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა გრძელდება - ივლისში 6.5%-იანი, ხოლო ბოლო 7 თვეში - 8 პროცენტიანი ზრდა

Primetime.ge 2 დღის წინ 14
გია აბაშიძე: გონივრული მმართველობის შედეგად, უზარმაზარი საგარეო რყევებისა და ვითარების შიგნიდან მუდმივი არევის ფონზე, საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა გრძელდება - ივლისში 6.5%-იანი, ხოლო ბოლო 7 თვეში - 8 პროცენტიანი ზრდა
მძლავრი პოტენციალის მქონე ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში თუნდაც სამპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ოცნებად რჩება. ევრობლოკის საშუალო პროგნოზი დაახლოებით 1,5%–1,7%-ია. რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არსებული რესურსების ჭკვიან განკარგვა-გაფართოებას, რაშიც ძალიან მოიკოჭლებენ ნეოლიბერალური არაპოპულარული მმართველი ევროპული ძალები, რომელთაც ელექტორატისგან განსხვავებული გლობალისტური პრიორიტეტები აქვთ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდას.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ანალიტიკოსთა პროგნოზებით, მომდევნო სამ თვეში საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს მაღალ ტემპებს, და 2025 წლის წლიური ზრდა სავარაუდოდ იქნება 7,5%–8,2%.ექსპერტების შეფასებით, გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველო პრაქტიკულად იქცევა ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო ჰაბად სამხრეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთის რეგიონში.„გონივრული მმართველობის შედეგად, უზარმაზარი საგარეო რყევებისა და ვითარების შიგნიდან მუდმივი არევის ფონზე, საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა გრძელდება - ივლისში 6.5%-იანი, ხოლო ბოლო 7 თვეში - რვაპროცენტიანი ზრდა.ამ მხრივ, მძლავრი პოტენციალის მქონე ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში თუნდაც სამპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ოცნებად რჩება. ევრობლოკის საშუალო პროგნოზი დაახლოებით 1,5%–1,7%-ია. რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არსებული რესურსების ჭკვიან განკარგვა-გაფართოებას, რაშიც ძალიან მოიკოჭლებენ ნეოლიბერალური არაპოპულარული მმართველი ევროპული ძალები, რომელთაც ელექტორატისგან განსხვავებული გლობალისტური პრიორიტეტები აქვთ.საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორებია: ექსპორტის რეკორდული ზრდა - განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ღვინისა და გადამამუშავებელი პროდუქციის მიმართულებით;ტურიზმის დინამიკური განვითარება - ახალი პირდაპირი ავიარეისების გახსნისა და სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მოგზაურების რაოდენობის ზრდის ფონზე; ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციები, მათ შორის, პორტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში; შიდა მოხმარების ზრდა მოსახლეობის შემოსავლების მატების გამო.ანალიტიკოსთა პროგნოზებით, მომდევნო სამ თვეში საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს მაღალ ტემპებს, და 2025 წლის წლიური ზრდა სავარაუდოდ იქნება 7,5%–8,2%.ექსპერტების შეფასებით, გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველო პრაქტიკულად იქცევა ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო ჰაბად სამხრეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთის რეგიონში.“ - წერს აბაშიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია