მე არ ვარ დარწმუნებული, რა
გადაწყვეტილებას მივიღებთ
დღეს საქართველოსთან
დაკავშირებით. წინასწარ
ვერ ვიტყვი, რა იქნება
განხილული, – ამის შესახებ
ნიდერლანდების საგარეო
საქმეთა მინისტრმა, კასპარ
ველდკამპმა, ევროკავშირის
საგარეო საქმეთა
მინისტრების შეხვედრის
დაწყებამდე
განაცხადა.კასპარ
ველდკამპის თქმით,
არჩევნებთან დაკავშირებით
ძალიან მნიშვნელოვანია
ეუთო/ოდირის საბოლოო
ანგარიში.„ასევე
ველოდებით ეუთო-ს და ოდირს
საბოლოო ანგარიშს, რაც
ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ რეალისტურ დისკუსიას
გავმართავთ. მოდით, ასე
ვთქვათ – ჩვენ გვსურს,
დავინახოთ სამომავლო
ევროპული გეზი
საქართველოს
მოსახლეობისთვის, ძალიან
ბევრ ქართველს, მათ შორის,
ვისაც მე ვიცნობ, სურს
ევროპული გეზი და მე სრულად
ვუჭერ ამას მხარს“, –
განაცხადა კასპარ
ველდკამპმა.