აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის
პრესსპიკერის, მეთიუ
მილერის განცხადებით, აშშ-ს
სურს, რომ საქართველოში
თავისუფალი და
სამართლიანი არჩევნები
იხილოს.ამის შესახებ
მილერმა სახელმწიფო
დეპარტამენტში გამართულ
ბრიფინგზე ჟურნალისტ
ალექს რაუფოღლუს შემდეგი
კითხვის პასუხად
განაცხადა: „პრეზიდენტმა
ზურაბიშვილმა შეშფოთება
გამოთქვა არჩევნების
გაყალბებასთან
დაკავშირებით. რა
მოლოდინები გაქვთ და რას
მოიმოქმედებთ ამის
თავიდან
ასაცილებლად?“„ჩვენ
გვინდა, ვიხილოთ, რომ
საქართველოში თავისუფალი
და სამართლიანი არჩევნები
ჩატარდება. ჩვენ
ყურადღებით დავაკვირდებით
მომდევნო დღეებს“, –
განაცხადა პასუხად
მილერმა.