"გვინდა, მოვუწოდოთ პოლიციელებს, შეასრულონ დადებული ფიცი - დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება" - ლევან ცუცქირიძე

Primetime.ge 6 საათი წინ 2
"გვინდა, მოვუწოდოთ პოლიციელებს, შეასრულონ დადებული ფიცი - დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება" - ლევან ცუცქირიძე
"ქართული ოცნების" შტაბთან მომხდარს დაპირისპირებას პოლიტიკური შეფასებები და ურთიერთბრალდებები მოჰყვა. მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის აქტივისტებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.პარტიის "თავისუფლების მოედანი" თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე მოუწოდებს სამართალდამცველებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება."ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ პოლიციელებს, რომ შეასრულონ ის ფიცი, რომელიც აქვთ დადებული - დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და დაიცვან ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი შეგვხვდეს და გვითხრას, რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები ასეთი ბანდიტური თავდასხმებისგან," - აცხადებს ლევან ცუცქირიძე.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
სრულად წაიკითხეთ სტატია