ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში “სიტი” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “მანჩესტერთან” 1:2 დამარცხდა. პეპ გვარდიოლას გუნდი მატჩის დიდ ნაწილს იგებდა, თუმცა ბოლო 3 წუთში 2 გოლი გაუშვა და საბოლოოდ უქულოდ დარჩა.
“ქალაქელთა” მწვრთნელს კი კარიერაში მართლაც ყველაზე ცუდი პერიოდი უდგას. ჯერ “ტოტენჰემის” ფანებმა დასცინეს და უმღერეს, რომ “დილას” გაათავისუფლებდნენ, შემდეგ ანალოგიური “ლივერპულთან” განმეორდა, რადასაც პეპ გვარდიოლამ 6 თითის ნიშანი აჩვენა, ეს კი იმას აღნიშნავდა, რომ პერსონალურად პრემიერ ლიგა 6-ჯერ აქვს მოგებული.
ეს ფაქტი “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტან ბრუნო ფერნანდეშს არ დავიწყებია. გუშინდელი
შეხვედრის დასრულების შემდეგ მან კამერებს თითებით ანგარიში აჩვენა და ამით გვარდიოლას დასცინა.
ინფორმაციისთვის, “წითელი ეშმაკების” კაპიტანმა იოშკო გვარდიოლს უპასუხა და 88-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა. 2 წუთში კი ამად დიალომ გამარჯვების გოლი შეაგდო.