გესტაპოს სისტემა როდესაც არსებობდა, ამერიკა სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას ეძახდა, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანას მხოლოდ იმიტომ ასანქცირებენ, რომ პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდებიან - გია ვოლსკი

Primetime.ge 1 კვირა წინ 21
გესტაპოს სისტემა როდესაც არსებობდა, ამერიკა სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას ეძახდა, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანას მხოლოდ იმიტომ ასანქცირებენ, რომ პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდებიან - გია ვოლსკი
ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, როცა გესტაპოს სისტემა არსებობდა, ადამიანების წამება და დახვრეტა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამერიკა სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას ეძახდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, სამწუხარო რეალობაა, როდესაც ქვეყანას და ღირსეულ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ასანქცირებენ, რომ პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდებიან.„წასვლის წინ, თითქოს იმ ხალხის წინაშე მოიხადეს ვალი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში შთააგონებდნენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაა აუცილებელი. მეგობრების მიმართ ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკის მიმართ ყოველთვის ღირსეულად ვიდექით, ამერიკელებთან ერთად, მათ შორის, ჯარისკაცების მხარდამხარ სამშვიდობო ოპერაციებში ვიბრძოდით და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავკარგეთ. ამიტომ, ქვეყნის მიმართ ეს დამოკიდებულება არასწორია მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური გუნდიდანაც არ უნდა იყვნენ დასჯილნი“, – განაცხადა გია ვოლსკიმმისი თქმით, საქართველოში დასჯას არავინ იმსახურებს.„სანქცია ვის შეეხო, არ ვიცი. ალბათ, რაღაც სტანდარტია, რასაც მიჰყვებიან. ეს გამოიხატება მოგზაურობის შეზღუდვაში. ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამერიკის ინტერესი იყო, როცა სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას მაშინ ეძახდა, როცა გესტაპოს სისტემა არსებობდა, ადამიანების წამება, დახვრეტა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეს იმ ორმაგი სტანდარტით გადაიფარა, რაც ქვეყნებს გააჩნიათ. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანას და ღირსეულ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ასანქცირებენ, რომ პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდებიან, ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა გია ვოლკსიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია