გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება შეაჩერა, წერს გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი 26 თებერვალს.
ფიშერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სტუდენტთა მობილობასა და კვლევით პროგრამებზე ორ ქვეყანას შორის, ასევე საქართველოს მონაწილეობაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებში. „ქართველებმა, რომლებიც სწავლობდნენ გერმანიის უნივერსიტეტებში – ძირითადად გერმანული სტიპენდიით – იციან რას წარმოადგენს ეს დანაკარგი”, – აღნიშნა მან.
ელჩის თქმით, გადაწყვეტილება „საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო“ იქნა მიღებული.
ფიშერმა განმარტა, რომ გერმანიის ამჟამინდელი დაფინანსება ქართული განათლებისთვის, რომელიც თითქმის ერთი მილიონ ევროს შეადგენს, უცვლელი რჩება. DAAD-ის სტიპენდიები, რომლებიც ძირითადად კურსდამთავრებულებს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანდებს ეხებათ, ასევე ჯერჯერობით ძალაში რჩება. „მაგრამ გერმანია აკვირდება და სინანულით განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ: