გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში კანონის დამრღვევები ჩვეულებრივ ისჯებიან, საქართველოში კი, იმავე ტიპის ადამიანების გმირებად გამოცხადებას ითხოვენ, ეს მიუღებელია - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 19 საათი წინ 5
გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში კანონის დამრღვევები ჩვეულებრივ ისჯებიან, საქართველოში კი, იმავე ტიპის ადამიანების გმირებად გამოცხადებას ითხოვენ, ეს მიუღებელია - გურამ მაჭარაშვილი
გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში ძალადობრივი აქციის მონაწილეები, კანონის დამრღვევები ჩვეულებრივ ისჯებიან, საქართველოში კი იმავე ტიპის ადამიანების გმირებად გამოცხადებას ითხოვენ. ეს მიუღებელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის იმედოვნებს, რომ „ევროკავშირში ევროპული ღირებულებები სრულად აღსრულდება“.„იმედი გვაქვს, ევროკავშირში ევროპული ღირებულებები სრულად აღსრულდება, რაც არის თანასწორობა, კანონის წინაშე უზენაესობა. ევროპული ღირებულებები არ არის, რომ ევროპის ქვეყნებში ძალადობრივი აქციის მონაწილეები უნდა დაისაჯონ და საქართველოში ასეთი ადამიანები გმირად იყვნენ შერაცხული. გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში ძალადობრივი აქციის მონაწილეები, კანონის დამრღვევები ჩვეულებრივ ისჯებიან, საქართველოში კი იმავე ტიპის ადამიანების გმირებად გამოცხადებას ითხოვენ. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. ეს ყველაფერი იმდენად აშკარაა, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებიც კი არ ეთანხმებიან. „ნაცმოძრაობას“ თავის ფილიალებთან ერთად 2000-3000-ზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ მათი უმრავლესობა ძალადობრივ აქციებსა და რევოლუციაზე თანახმა არ არის. ამიტომაცაა, რომ რაც არ უნდა აორგანიზონ, აქციებზე ხალხი ვერ მოჰყავთ. მხარდამჭერები ჰყავთ, მაგრამ ისინი ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას ეწინააღმდეგებიან. ხალხს თანასწორობა უნდა – ის, რაც სწორი და კარგია დიდ ბრიტანეთში, კარგია საქართველოშიც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია