„გერმანიაში გვინდა, რომ ქართულ ღვინოს მაღაზიებში ე.წ. კუნძული ჰქონდეს“ – ლევან მეხუზლა

News.ge 5 დღის წინ 1
„გერმანიაში გვინდა, რომ ქართულ ღვინოს მაღაზიებში ე.წ. კუნძული ჰქონდეს“ – ლევან მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტო ევროპულ და აზიურ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვისაც აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
„ეს ყველაფერი უნდა გადმოვიტანოთ ევროკავშირის ბაზარზე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგალითად, გერმანიაში გვინდა გავაჩინოთ ქართული დახლები, რომ ქართულ ღვინოს მაღაზიებში ჰქონდეს ე.წ. კუნძული. მიმდინარეობს ამაზე მოლაპარაკებები და ეს 50%-ით გაზრდის ქართული ღვინის რეალიზაციას გერმანიაში. ამასთან, აზია არის ჩვენი მოქმედების სფეროში. ჩვენ ისევე როგორც დასავლეთის ბაზრებზე, იქაც ვეწევით ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ეს გულისხმობს როგორც ტრადიციულ მეთოდებს, მათ შორის გამოფენებს, ასევე სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობის მიღებას. მაგალითად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩინეთში ცნობილ კონკურსზე ქვევრის ღვინის კატეგორია შეიტანონ,“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისი განმარტებით, წლის დასაწყისში ღვინის ექსპორტის კლება შეინიშნება, რაც ძირითადად რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირებითაა გამოწვეული.
„ეს არ იყო მოულოდნელი. იქიდან გამომდინარე, რომ შარშან რუსეთმა გამოაცხადა აქციზის ზრდა, რის გამოც არაბუნებრივად დიდი რაოდენობით ღვინო გადაიტვირთა გასული წლის პირველ ნახევარში რუსულ ბაზარზე. მოხდა დასაწყობება და საჭირო მარაგების შექმნა. შესაბამისად, გასულ წელს ს წილი ღვინის ექსპორტში იზრდებოდა, თუმცა ეს იყო ხელოვნური და დროებითი ფაქტორებით გამოწვეული. თუმცა, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება მაინც მაღალია. ამას აქვს თავისი მიზეზები. ეს არის ლოგისტიკა და ცნობადობა. ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე დამკვიდრება არ უჭირს,“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

სრულად წაიკითხეთ სტატია