არავინ მშვიდობიანი
პროტესტის ინიციატივით
ნიღბებით იქ ალბათ არ
გადის. პრაქტიკა ამას
მეტყველებს განვითარებულ
ევროპულ ქვეყნებში, ვიცით
ჩვენ გერმანიის მაგალითი, -
განუცხადა ჟურნალისტებს
საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით
მათიკაშვილმა.„გერმანია
არ მიიღებდა ამ
გადაწყვეტილებას მისი
ძალიან მკაფიო
გაანალიზების გარეშე,
იმავეს ვაკეთებთ ჩვენც,
რადგან ნიღბები ნამდვილად
კონტრპროდუქტიულია.
ნიღბების აკრძალვა
საჭიროა, რომ აქციამ
მშვიდობიანი ფორმა
ბოლომდე შეინარჩუნოს და
თუკი ვინმეს ხელი წაუცდება
და მაინც ჩაიდენს ისეთ
ქმედებას, რაც ჩვენ თუნდაც
გუშინ ვიხილეთ, მის მიმართ
სისხლის სამართლის საქმის
წარმოება იყოს მარტივი და
იყოს ამოცნობადი ეს
ადამიანი“, - აღნიშნა დავით
მათიკაშვილმა.ჩვენ
მივიღებთ კანონს, რომლითაც
აიკრძალება შეკრებაზე
შეკრების მონაწილეების
მიერ, მათ შორის
კონტრშეკრების
მონაწილეების მიერ,
სხვადასხვა საშუალებით
სახის დაფარვა, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
პრესკონფერენციაზე.