მინდა მშვიდობა ვუსურვო
ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ
ამომრჩეველს, პატივი სცენ
ერთმანეთის არჩევანს, -
განუცხადა ჟურნალისტებს
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა გენო
პეტრიაშვილმა.მისი თქმით,
რადიკალური ოპოზიციის
მხრიდან პროვოკაციები
ხორციელდება.„განსაკუთრებით
მინდა ვუთხრა რადიკალური
ოპოზიციის
წარმომადგენლებს, პატივი
სცენ ჩვენ რელიგიას,
ისტორიას, ტრადიციას,
კულტურას და მოვუწოდებ
კიდევ ერთხელ
სიმშვიდისკენ. ქართველი
კაცი არასდროს შეიკავებს
თავს, არასდროს აპატიებს
საკუთარი რწმენის და
ისტორიის შეურაცხყოფას
არავის. ამიტომ, ყველას
გთხოვთ იყოთ მშვიდად.
მოგიწოდებთ
სიმშვიდისკენ.მათი
მხრიდან ხდება
პროვოკაციები და ჩვენ
ყოველთვის მზად ვართ, რომ
მშვიდად ავარიდოთ თავი ამ
ყველაფერს“, - აღნიშნა გენო
პეტრიაშვილმა.თბილისის
მერიამ პარლამენტთან
ნაძვის ხის საზეიმოდ
ანთების ღონისძიება
მოსალოდნელი
პროვოკაციების გამო
გადადო.