გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

Primetime.ge 5 საათი წინ 11
გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა
გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.ორწლიანი ანგარიში მოიცავს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტს, გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს და კათედრალის სტრუქტურულ კვლევას და მონიტორინგს, გელათის მონასტრის ტერიტორიის გეოლოგიის, სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურის კონსერვაციის, გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის და მოზაიკის საკითხებს, გელათის მონასტრის გენერალურ გეგმას.კონფერენცია გახსნეს და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ, მეუფე შიომ (მუჯირი), საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანმა დავით ლორთქიფანიძემ, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივანმა გერჰარდ ვოლფმა და კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხვა წარმომადგენლებმა.თინათინ რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა მეუფე შიოს ხელმძღვანელობით, მამა კირიონის, დავით ლორთქიფანიძის და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობით, ფასდაუდებელი სამუშაო ჩაატარა.კულტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, საპატრიარქოს და პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე, გელათის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ მხარეებს.„იუნესკო-ს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტი, რაც ივლისში იქნება განხილული. დოკუმენტში, გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ძეგლის კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების მიმართულებით სრულად იხელმძღვანელოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის საკონსულტაციო მისიის რეკომენდაციებით. მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მეპატრონეს. სირთულე ბევრი იყო. ახლა ვხედავთ, რომ მხარეთა კარგი თანამშრომლობა ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. ჩვენი საქმიანობა დიდწილად ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მოდის. ეს არის ჩვენი იდენტობის, კულტურის განმსაზღვრელი. ჩემთვის, როგორც კულტურის მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მოდელი დავნერგოთ სხვა ძეგლებთან მიმართებაშიც.ვიმედოვნებ, რომ ერთად ვნახავთ აღდგენილ გელათს. ეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ახალი სიტყვა იქნება და მსოფლიოს უნდა ვუთხრათ - ჩვენ უდიდესი მემკვიდრეობით მოვდივართ, ქრისტიანობაზე დაფუძნებული უძველესი ევროპული კულტურა ვართ“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელი თეა ონიანი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს საპატრიარქოს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
სრულად წაიკითხეთ სტატია