
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი:
რამდენიმე დღეა „ბათუმელებისთვის“ (დაკისრებული ჯარიმისა და საურავის გადასახდელად) ფულს ვაგროვებთ. არცერთი შემოწირულება ბიზნესიდან ან ბიზნესის წარმომადგენლისგან! სამაგიეროდ, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს ტენიან რუს პროპაგანდისტებს! თავისუფალი მედია ისევ ჩვენი გადასარჩენია! 120 ათას ლარს მივუკაკუნეთ. ცოტაც შეგვეშველეთ 

#GE93TB0850845062122335 ზვიად ქორიძე – თიბისი
#GE11BG0000000122153100 გელა მთივლიშვილი – საქართველოს ბანკი
1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ბოლო სხდომაა. სავარაუდოდ, მოსამართლედ წოდებული სახელაშვილი განაჩენსაც გამოაცხადებს. სისხლის სამართლის დანაშაულის არარსებობის მიუხედავად, რუსული რეჟიმისგან მზიას გამართლებას ან კვალიფიკაციის შეცვლას არ ველით.
მზია ვერ გატეხეს! დარბაზშიც და სასამართლოსთანაც ბევრი უნდა ვიყოთ!