შინაგან საქმეთა
მინისტრმა, გეკა გელაძემ,
მოადგილე გიორგი
ბუთხუზთან ერთად, დაცვის
პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებს ახალი
ხელმძღვანელი - თეიმურაზ
კუპატაძე
წარუდგინა.მინისტრმა, მას
თანამდებობაზე დანიშვნა
მიულოცა და საქმიანობაში
წარმატებები
უსურვა.სამუშაო
შეხვედრაზე გეკა გელაძემ,
დაცვის პოლიციის
თანამშრომლებისგან
განხორციელებული
რეფორმების შესახებ
დეტალური ინფორმაცია
მიიღო და მათთან ერთად
სამომავლო გეგმები
განიხილა.