განათლების
შესაძლებლობების
შესაქმნელად საქართველოს
ბანკი ინიციატივების
განხორციელებას
განაგრძობს. სწორედ ამ
მიზნით, 2014 წლიდან Fulbright-ის
პროგრამის პარტნიორია. რაც
ნიშნავს იმას, რომ
ყოველწლიურად,
საქართველოს ბანკიFulbright-ის
ფარგლებში გამარჯვებულებს
ავლენს და მათ აშშ-ს
წამყვან უნივერსიტეტებში
სამაგისტრო საფეხურზე
სწავლისა და ცხოვრების
ხარჯებს სრულად
უფინანსებს.უკვე
გამოვლინდა საქართველოს
ბანკის 16 სტიპენდიატი. მათი
რაოდენობა კი
ყოველწლიურად
იზრდება.განათლების გზაზე
არ გაჩერდე - 2026-2027 წლების
Fulbright-ის სამაგისტრო
პროგრამაზე აპლიკაციების
მიღება 2025 წლის 1 აგვისტომდე
მიმდინარეობს. განაცხადის
შესავსებად ეწვიეთ
საერთაშორისო განათლების
ინსტიტუტის (IIE)
პორტალს.Fulbright-ის პროგრამაში
მონაწილეობა საქართველოს
ნებისმიერ იმ მოქალაქეს
შეუძლია, რომელსაც
დასრულებული აქვს
საბაკალავრო საფეხური ან
იმყოფება მეოთხე კურსზე და
მაგისტრატურაზე სწავლის
გაგრძელება აშშ-ში
სურს.სასტიპენდიო
პროგრამის ფარგლებში,
შერჩეული ახალგაზრდები
ჩააბარებენ TOEFL-ის, GRE-ისა
ან/და GMAT-ის გამოცდებს. TOEFL-ის
ტესტს აბარებს ფინალურ
ეტაპზე გადასული ყველა
მონაწილე, მიუხედავად
იმისა, აქვთ თუ არა
ინგლისურენოვანი
გამოცდილება.საქართველოს
ბანკის სტიპენდიის
მოპოვება ფულბრაიტში
მონაწილე ყველა იმ
წარმატებულ სტუდენტს
შეუძლია, რომელიც
დაინტერესებულია აშშ-ში
სწავლა ბიზნესის
ადმინისტრირების, STEM
(მეცნიერება, ტექნოლოგიები,
ინჟინერია და მათემატიკა)
ან სხვა მიმართულებით
განაგრძოს.სტიპენდიის
შესახებ დეტალური
ინფორმაციის მისაღებად
ეწვიეთ ვებგვერდს:
stipendia.bog.ge ინფორმაციისთვის,
ახალგაზრდების
მხარდაჭერის მიზნით,
საქართველოს ბანკის CSR
მიმართულებისთვის უკვე 5
წელზე მეტია განათლება
პრიორიტეტია. სწორედ
ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ
საგანმანათლებლო პროექტს
ახორციელებს და უჭერს
მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი
მოსწავლისთვის,
სტუდენტისა და ახალგაზრდა
პროფესიონალისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას. ბანკის CSR
მიმართულების პორტფელი
მოიცავს ისეთ
საგანმანათლებლო
პროექტებს, როგორებიც არის:
საქართველოს ბანკის
სტიპენდიები; გიორგი
ჩახავას სახელობის
სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში,
აშშ-სა და გერმანიაში
სწავლის სრული
დაფინანსება; იდეათეკები –
საქართველოს ბანკის
ბიბლიოთეკების პროექტი;
საქართველოს ბანკისა და
კომაროვის ერთობლივი
პროექტი – STEM სკოლა;
საქართველოს ბანკის
ოლიმპიადები
მოსწავლეებისთვის: STEM
ოლიმპიადა, ეკონომიკის
ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური
განათლების ოლიმპიადა,
ევერესტი. ამასთან, საჯარო
მეტყველების კონკურსი, და
სხვა.საქართველოს ბანკის
მიერ განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს csr.bog.ge