გახარიას კიდევ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა, მძიმე შედეგები დამუქრებოდა ქვეყანას და საზღვართან მცხოვრებ თანამოქალაქეებს - დავით მათიკაშვილი

Primetime.ge 5 საათი წინ 8
გახარიას კიდევ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა, მძიმე შედეგები დამუქრებოდა ქვეყანას და საზღვართან მცხოვრებ თანამოქალაქეებს - დავით მათიკაშვილი
გახარიას კიდევ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა, მძიმე შედეგები დამუქრებოდა ქვეყანას და საზღვართან მცხოვრებ თანამოქალაქეებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიამ ტყუილი თქვა, თითქოს ჩარჩოსთან საგუშაგოს გახსნის შემდეგ, საოკუპაციო ძალებს ტერიტორიები არ დაუკავებიათ.„საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მხრიდან ჩვენ დიდი ტყუილი მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩორჩანას ინციდენტის შემდგომ საოკუპაციო ძალებს და მარიონეტულ რეჟიმს არანაირი ტერიტორიები არ დაუკავებიათ, თითქოს საგუშაგოს გახსნა საოკუპაციო ძალების მხრიდან მსგავსი ქმედებების პრევენცია იყო. სინამდვილეში, საზოგადოებამ შედეგი ძალიან მალე გაიგო, იმავე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადგილობრივი მცხოვრები პირის დაკითხვისას. მან პირდაპირ თქვა, რომ ტყით, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეები სარგებლობდნენ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სამწუხაროდ ვეღარ სარგებლობენ, რადგან სწორედ ამ ინციდენტის შემდგომ მოხდაა ტყის მასივის დაკავება. ამ სრულიად პროვოკაციულ ნაბიჯს შეეძლო, კიდევ უფრო მეტად მძიმე შედეგების მოეტანა შეეძლო ჩვენი რეალობისთვის და საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ საგუშაგოს გახსნის შემდგომ საოკუპაციო ხაზმა კვლავ გადმოიწია.დღეს ჩემმა კოლეგამ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, როდესაც საკითხი შეთანხმებული იყო ჩვენს პარტნიორებთან, ხელისუფლების მიერ იყო დაყენებული და არა ერთი კონკრეტული მინისტრის ახირებითა, ორი საგუშაგო გახსნილი, ერთი პერევში და მეორე გორთან. ეს საგუშაგოები დღესაც მოქმედებს და ამ ტერიტორიაზე არანაირი საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ამიტომ, ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. არ ვიცი, გიორგი გახარია ამას რომ აცხადებდა რისი იმედი ჰქონდა, საზოგადოება ვერ შეიტყობდა, მიჩქმალული იყო ეს საკითხი თუ იმ ტყით იქ მაცხოვრებელი ქართველი თანამოქალაქე რომ სარგებლობდა და ახლა ვერ სარგებლობს, ამას წინ დაუდგებოდა? ამიტომ, მას მოუწევს მობრძანება და ამ კითხვებზე კიდევე ერთხელ პასუხის გაცემა. რა, როგორ მოხდა და რატომ მიიღო მან ის გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დამუქრებოდა ჩვენს ქვეყანას და საზღვართან მაცხოვრებელ ჩვენს თანამოქალაქეებს. გიორგი გახარია არის დაბარებული კომისიაზე და ბუნებრივია მან უნდა გააკეთოს განმარტებები. შესაბამისად გახარიამ ძალიან კარგად იცის, კომისიაზე თუ არ გამოცხადდება, რა ბედი ეწევა ამ კანონის დანაწესის დამრღვევ პირს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია