„გახარია
საქართველოსთვის“ დიდუბის
ორგანიზაციის წევრი
თინათინ ნახუცრიშვილმა
პარტიის დატოვების
შესახებ გადაწყვეტილება
მიიღო.ამასთან,
გადაწყვეტილება პარტიის
დატოვების შესახებ კიდევ
ორმა წევრმა მიიღო. მიზეზად
ასახელებენ იმას, რომ მათ
კუთვნილი ანაზღაურება 2021
წლის თვითმმართველობის
შემდეგ არ აუღიათ.„2021 წლის
არჩევნებზე შემთხვევით
მოვხვდი მუშტაედში
გახარიას პარტიის
შეკრებაზე. მომეჩვენა, რომ
ადამიანური იყო და მაგის
გამო გადავწყვიტე მასთან
დამეწყო მუშაობა,
დავხმარებოდი. ბევრი
ვიწვალეთ, ქუჩა-ქუჩა
ვიარეთ. კიდევ გვქონდა
იმედი, რაღაც იქნება,
მაგრამ დღეს უკვე
გადავწყვიტეთ, არაფერი
გამოვა მაგ ადამიანისგან
და თავის სახე დაგვანახა“, -
განაცხადა ნახუცრიშვილმა.