საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური
თოვის და დაბალი
ტემპერატურის გამო,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ41-კმ162
(ქსნის სატრანსპორტო
კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე,
დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.