საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
ინფორმაციით,
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის
გუდაური (ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე დროებით
შეზღუდულია მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით, გუდაური
(ფოსტა)–კობის და
სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში.გუდაური
(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მე-2
ზვავდამცავი გვირაბის
გავლით, ხოლო აღნიშნული
გვირაბის შემოვლით გზაზე
მოძრაობა აკრძალულია.
დანარჩენი გვირაბების
შემოვლით გზაზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.