გარემოს ეროვნული
სააგენტო 8-10 თებერვალს
საქართველოში მოსალოდნელი
ამინდის შესახებ
ინფორმაციას აქვეყნებს.8-9
თებერვალს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება
შედარებით ცივი და ზოგან
ნალექიანი ამინდი, 10
თებერვალს კი
გამოიდარებს.ქ. თბილისში 8-9
თებერვალს შესაძლებელია
მცირე ნალექი და ნისლი, 10
თებერვალს კი უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +4, +6
გრადუსი
დაფიქსირდება.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 8-9
თებერვალს შედარებით ცივი
და ზოგან წვიმიანი ამინდი
შენარჩუნდება, 10 თებერვალს
კი უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +9, +11 გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი) 8-9 თებერვალს
შედარებით ცივი და ზოგან
წვიმიანი ამინდი
შენარჩუნდება, 10 თებერვალს
კი გამოიდარებს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +10, +12
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 8-9 თებერვალს
ზოგან თოვლიანი ამინდი
შენარჩუნდება, 10 თებერვალს
კი უმეტესად უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +4, +6
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): 8-9 თებერვალს
ზოგან თოვლიანი ამინდი
შენარჩუნდება, 10 თებერვალს
კი უმეტესად უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით -1, +1
გრადუსი
დაფიქსირდება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): 8-9 თებერვალს
ცივი და ზოგან ნალექიანი
ამინდი შენარჩუნდება, 10
თებერვალს კი უმეტესად
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +5, +7 გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): ზოგან
ნალექიანი და ნისლიანი
ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +4, +6 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): ზოგან თოვლია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +3, +5
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): ზოგან თოვლია
მოსალოდნელი, შესაძლებელი
ნისლი. ჰაერის ტემპერატურა
დღისით -2, -4 გრადუსი
დაფიქსირდება.