საავტომობილო გზების
დეპარტამენტი
ინფორმაციით, გოდერძის
უღელტეხილზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
შეიზღუდა."რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(თოვა, ქარბუქი, შეზღუდული
ხილვადობა) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ბათუმი
(ანგისა)-ახალციხის
საავტომობილო გზის კმ106-კმ123
(გოდერძის უღელტეხილი)
მონაკვეთზე, დროებით
იზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა", - აღნიშნულია
ინფორმაციაში.