გარემოს ეროვნული
სააგენტო მოსახლეობას
ამინდის გაუარესების
შესახებ აფრთხილებს.
სააგენტოს ინფორმაციით,
მოსალოდნელმა ნალექებმა
შესაძლებელია დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მატება,
ხოლო გორაკ-ბორცვიან და
მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.„16 ნოემბერს
დასავლეთ საქართველოს
უმეტეს და აღმოსავლეთ
საქართველოს დასავლეთ
რაიონებში მოსალოდნელია
წვიმა, მაღალ მთაში თოვლი,
ზოგან ძლიერი. საქართველოს
ტერიტორიაზე ზოგან
დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი. ზღვაზე
შესაძლებელია 4 ბალიანი
შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა
შესაძლებელია დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მატება,
ხოლო გორაკ-ბორცვიან და
მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.