გარემოს ეროვნულ სააგენტოში მსოფლიო ბანკის ექსპერტების ტრენინგი გაიმართა

Primetime.ge 1 დღე წინ 23
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მსოფლიო ბანკის ექსპერტების ტრენინგი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ჰიდროლოგიური მონაცემების დამუშავების, ანალიზის, პროგნოზირების და ჰიდრომეტრიული გაზომვების მიმართულებით მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ტრენინგი გამართეს.სამინისტროს ინფორმაციით, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრიტანელი და ავსტრიელი ექსპერტებისგან მსოფლიოში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე მიეღოთ ინფორმაცია.ტრენინგის ფარგლებში, საქართველოს მდინარეებზე შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ანალიზი განხორციელდა; განიხილეს ადრეული შეტყობინების პლატფორმის DELFT-FEWS სისტემა.ამავე ტრენინგის ფარგლებში, დაბა ფასანაურში, თეთრ და შავ არაგვზე არსებულ ჰიდროლოგიურ საგუშაგოებზე ჰიდრომეტრიული გაზომვები ჩატარდა, სადაც მოწვეულმა ექსპერტებმა, გაზომვების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, პრაქტიკული რეკომენდაციები წარმოადგინეს.აღნიშნული ტრენინგი მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველო: კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ჰიდრომეტეოროლოგიური, კლიმატური და ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობებისა და სერვისების გაძლიერების გზით“ ფარგლებში განხორციელდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია