გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

Primetime.ge 1 კვირა წინ 15
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება) შეთანხმება განიხილა. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც, აზიის განვითარების ბანკი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კვლევების განხორციელების მიზნით საქართველოსთვის საკრედიტო რესურსს გამოყოფს.„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ფარგლებში დავიწყეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა შეფასდეს წინასწარ, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამა თუ იმ პროექტმა გარემოს დაცვის ნაწილში, ეკონომიკური და სოციალური ეფექტების შეფასების და სხვა მიმართულებით. ამ პროექტში ჩართულები არიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები და სწორედ ამას ემსახურება ეს ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც აზიის განვითარების ბანკი 13 მლნ 535 ათასი ევროს ოდენობით რესურსს გამოყოფს“, - განაცხადა მომხსენებელმა.მან დეპუტატებს სესხის პირობებისა და ვადების თაობაზე ინფორმაცია გააცნო. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირებას.
სრულად წაიკითხეთ სტატია