"ხვდებიან იმას, რომ მათი
პოლიტიკა იყო აბსოლუტურად
წარუმატებელი, აბსურდული
და დამაზიანებელი, რადგან
რა მოუტანა მათ
პარლამენტის ბოიკოტმა? -
არაფერი კარგი. აქედან
გამომდინარე, ბუნებრივია
ხედავენ, რომ ის გზა, რაც მათ
გაიარეს, აბსოლუტურად
უპერსპექტივოა," - ეს
განცხადება "ქართული
ოცნების" წევრმა, ირაკლი
ქადაგიშვილმა
ოპოზიციასთან
დაკავშირებით
გააკეთა.ქადაგიშვილი
მიიჩნევს, რომ
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობას,
საბოლოოდ, თითქმის ყველა
ოპოზიციური პარტია
მიიღებს."დარწმუნებული ვარ,
რომ არამარტო ხაზარაძე,
არამედ ოპოზიციაში
თითქმის ყველა, საბოლოო
ჯამში, მიიღებს
გადაწყვეტილებას, რომ
მიიღოს ადგილობრივ
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობა,
გარედანაც უთხრეს, რომ
რევოლუციების თავი თქვენ
არ გაქვთ და საერთოდ რომ არ
გაქრეთ პოლიტიკური
ველიდან, იქნებ ისევ
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებში მიიღოთ
მონაწილეობაო. შედეგები
იქნება ისეთივე, რა
შედეგებიც იყო
საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ - "ქართული ოცნება"
დამაჯერებლად გაიმარჯვებს
დედაქალაქშიც და სხვა
მუნიციპალიტეტებშიც," -
აცხადებს ირაკლი
ქადაგიშვილი.