გარე უფროსები, უკვე წინა
არჩევნებზე მიხვდნენ, რომ
„ნაციონალური მოძრაობა"
როგორც ბრენდი, იმდენად
სამარცხვინოა და იმდენად
ასოცირებულია სისხლიან
რეჟიმთან, რასაც ვერ
წაუშლიან, მიუხედავად
იმისა, რომ ამდენი ხნის
განმავლობაში ცდილობდნენ,
რომ ამაში დახმარებოდნენ,
ისინი ფსონს „ნაციონალურ
მოძრაობაზე" ვეღარ დებენ, -
განაცხადა ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის მოადგილემ,
ლევან მაჭავარიანმა.მისი
თქმით, დღეს მოსახლეობის
ნაწილი ვერ აღიქვამს იმას,
რომ „ლელო“ და „გახარია -
საქართველოსთვის“ ზუსტად
იმავე ვერტიკალიდან
იმართება, საიდანაც
„ნაცმოძრაობა“ და „ახალი“,
სწორედ ამიტომ უწოდებენ
მათ „კოლექტიურ
ნაციონალურ
მოძრაობას.“„„ახალი“,
რომელიც თითქოს წინა
არჩევნებზე შეასაღეს
საზოგადოებას, როგორც
ახალი წარმოქმნილი ძალა,
ამაშიც დარწმუნდნენ, რომ
საზოგადოება კარგად
აღიქვამს, რომ ზუსტად ერთი
და იგივე ძალაზეა საუბარი
ახალის და ნაციონალური
მოძრაობის შემთხვევაში,
თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს
ქვეყანაში არიან ისეთი
მოქალაქეები, რომლებიც
დღეს ვერ აღიქვამენ იმას,
რომ ლელოც და გახარიას
პარტიაც აბსოლუტურად ერთი
და იგივე ვერტიკალიდან
იმართებიან, იგივე
ვერტიკალიდან, საიდანაც
იმართება "ნაციონალური
მოძრაობა", "ახალი" და ა.შ.
ამიტომ ვეძახით კოლექტიურ
ნაციონალურ მოძრაობას.
აქედან გამომდინარე, სურთ,
რომ გამიჯნონ თითქოს
„ნაციონალური მოძრაობა“
და „ახალი“, „ლელოსგან“ და
გახარიას პარტიისგან,
თუმცა, კონკრეტულად
გახარიას და ლელოს
რეიტინგიც დრამატულად
არის შემცირებული და ჩვენი
მოსახლეობის დიდმა
ნაწილმა აღიქვა, რომ ეს
ოთხივე პარტია კოლექტიურ
ნაციონალურ მოძრაობას
წარმოადგენს.“ - განაცხადა
ლევან მაჭავარიანმა.