
სარეკლამო კომპანია “ალმას” დირექტორი, გიორგი ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ გარე რეკლამების მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და სამი სექტორი გამოყო, რომლებიც ამ ტიპის რეკლამის ყველაზე ხშირი დამკვეთები არიან.
“გარე რეკლამის მედია არხი არის, ციფრულთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განსხვავებით სხვა ტრადიციული მედია საშუალებებისგან. ეს მიმართულება ციფრულ არხებთან ერთობლიობაში, ჩვენს დამკვეთებს ძალიან დიდ ეფექტს აძლევს.