გარდაიცვალა პოეტი ენვერ
ნიჟარაძე. ინფორმაცია
ოჯახის ახლობელი
ავრცელებს.„გარდაიცვალა
პოეტი, მთარგმნელი,
ლიტერატურათმცოდნე და
ჭეშმარიტი მამულიშვილი
ენვერ ნიჟარაძე.ნათელში
იყოს შენი სული! “ - წერს
სოციალურ ქსელში ლელა
ნიჟარაძე.პოეტი,
დრამატურგი,
ლიტერატურათმცოდნე ენვერ
ნიჟარაძე დაიბადა 1946 წლის 2
დეკემბერს, ლენტეხში. მას 74
წელი შეუსრულდა.1964 წელს
დაამთავრა ქუთაისის 23-ე
საშუალო სკოლა, ოქროს
მედლით. 1977 წელს დაამთავრა
თბილისის სახელმწიფო
უნივერისტეტის ფილოლოგიის
ფაკულტეტი, წითელი
დიპლომით.1982-1988 წლებში
მუშაობდა ჟურნალ „დილის“
მთავარ რედაქტორად, 1988-1991
წლებში კი – მწერალთა
კავშირის მდივნად.1991 წელს
დაინიშნა საქართველოს
მთავრობის თავმჯდომარის
მოადგილედ. სახელმწიფო
გადატრიალებისა და
ეროვნული ხელისუფლების
ჩამოგდების შემდეგ
მონაწილეობდა
წინააღმდეგობის
მოძრაობაში.1995 წელს ოჯახთან
ერთად წავიდა ემიგრაციაში,
სადაც იმყოფებოდა 19 წელი.2014
წლის სექტემბერში
დაბრუნდა
სამშობლოში.გამოცემული
აქვს უამრავი პოეტური
კრებული.