ცნობილი ქართველი
მოქანდაკე და მხატვარი
ზურაბ წერეთელი 91 წლის
ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას რუსული მედია
წერეთლის თანაშემწეზე,
სერგეი შაგულაშვილზე
დაყრდნობით
ავრცელებს.წინასწარი
ინფორმაციით,
გარდაცვალების მიზეზი
გულის გაჩერება
გახდა.ზურაბ წერეთელი
დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს
თბილისში. 1958 წელს მან
დაამთავრა თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის ფერწერის
ფაკულტეტი. 1979 წელს ის
საქართველოს სახალხო
მხატვარი გახდა. 1980 წელს
წერეთელს საბჭოთა
კავშირის სახალხო
მხატვრის წოდება მიენიჭა.2002
წელს ის გახდა თბილისის
საპატიო მოქალაქე. ბოლო
პერიოდში წერეთელი
რუსეთში მოღვაწეობდა.