
გარდაიცვალა რეჟისორი, მხატვარი და სცენარისტი დავით სიხარულიძე.
დავით სიხარულიძემ 1975 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, ხოლო 1982 წელს – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით).
1995-1996წწ. სტაჟირება გაიარა აშშ-ში (Warner Bros.). დამდგმელი რეჟისორია ფილმების: “ეფემერა” (ანიმაციური, 1982), “გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი” (ანიმაციური, 1984), “იაკობ გოგებაშვილი, ცხოვრება და მოღვაწეობა” (დოკუმენტური, 2000), “გავარდნილები” (ანიმაციური, 2008), “ცრუპენტელა აღმზრდელი” (ანიმაციური, 2011); სცენარის ავტორია ფილმების: “ეფემერა”(ანიმაციური, 1982), “ჭირი” (ანიმაციური, 1983), “გავარდნილები”(ანიმაციური, 2000); პროდიუსერია ფილმის: “გავარდნილები” (ანიმაციური, 2008); დამდგმელი მხატვარია ფილმების: “ჭირი” (ანიმაციური, 1983), “გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი” (ანიმაციური, 1984).
დავით სიხარულიძე არის საკავშირო და საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი. კანის კინოფესტივალზე (1984), ოქროს პალმის რტოთი, დაჯილდოებულია ანიმაციური ფილმისთვის „ჭირი“.
ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ინფორმაციას დავით სიხარულიძის ოჯახი ავრცელებს.