არათუ ეუთო/ოდირის, არამედ
არცერთი ორგანიზაციის
განცხადებებში, არსად არ
იყო საუბარი იმაზე, რომ
არჩევნების ლეგიტიმურობას
რაიმე ხინჯი ახლავდა,
მიუხედავად იმ ისტერიკისა,
რომელიც ჩვენს
ოპოზიციონერ კოლეგებს და
ამ მავნებელთა გუნდს
გააჩნდა, - განაცხადა
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა გიორგი
ვოლსკიმ.უმრავლესობის
დეპუტატი არჩევნებთან
დაკავშირებით ოპონენტების
ბრალდებებს
გამოეხმაურა.„განსაკუთრებით
ახალგაზრდების გასაგონად
მინდა ვთქვა: საქართველოს
დემოკრატიულ მომავალს,
ჩვენს საგარეო კურსს
არაფერი ემუქრება.
საქართველოსთვის ერთადერთ
მუქარას წარმოადგენს ის
დეზინფორმაცია, რაც
ვრცელდება რადიკალური
ოპოზიციური ჯგუფების
მხრიდან“, - აღნიშნა
ვოლსკიმ.