რა არის სულიერი ზრდა და
როგორ უნდა ვიზრუნოთ მის
განვითარებაზე -
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ
"რუსთავი 2-ის" დილის
გადაცემაში, აღნიშნული
თემის შესახებ
ისაუბრა.მისი თქმით,
პიროვნული ზრდისთვის
მნიშვნელოვანი ფაქტორი
ცხოვრებისადმი ადამიანის
ზოგადი
დამოკიდებულებაა."განვითარება
წიგნების რაოდენობის
წაკითხვით არ
განისაზღვრება. პიროვნულ
ზრდაზე როცა ვლაპარაკობთ
ეს არის კომპლექსური
ცოდნის ელემენტი და
ცხოვრებისეული
გამოცდილება, სხვანაირად
რომ ვთქვათ, ეს არის
სიბრძნისკენ სვლა.
სამყაროზე რეაგირება არა
სპონტანურად და ემოციურად,
არამედ მისი გაანალიზება
და სწორი სვლა. ასაკს
მოაქვს სიბრძნე.ჩვენ რომ
მეოთხედი ყურადღება
დავუთმოთ პიროვნულ
განვითარებას, რასაც სხვა
რაღაცებს ვუთმობთ, თუნდაც
სოციალურ ქსელებსა და
რაღაცების "სქროლვას", მეტი
მოგვემატება პიროვნული
განვითარებისთვის. ცუდია
სოციალური ქსელის გავლენა,
როცა რაღაცას ნახულობ ეს
იწვევს იმპულსს, თქვენი
გონება ეჩვევა ამ
იმპულსების მიღებას და
მერე 100 გვერდიანი წიგნი
თქვენთვის მოსაწყენი
ხდება, ამიტომ აღარ ხართ
დაინტერესებული
ანალიტიკური და გააზრებით
მუშაობით, იმიტომ, რომ არ
კმაყოფილდება ეს იმპულსი", -
განაცხადა ზურა მხეიძემ.