საქართველოს ბანკი,
ახალგაზრდებისთვის
განათლების
შესაძლებლობების
შესაქმნელად, მესამე წელია
სტიპენდიების პროექტს
ახორციელებს.ინიციატივის
ფარგლებში ბანკი
სტუდენტებს აძლევს
შესაძლებლობას, 22 პარტნიორ
უნივერსიტეტში მიიღონ
სწავლის სრული ან
ნაწილობრივი
დაფინანსება.უკვე
გამოვლინდა საქართველოს
ბანკის 350-ზე
მეტისტიპენდიატი და მათი
რაოდენობა ყოველწლიურად
იზრდება. ინიციატივის
შესახებ ინფორმაციის
მიღება შესაძლებელია
ბმულზე.საქართველოს
ბანკის სტიპენდიატების
გამოვლენა შემდეგ
კრიტერიუმებზე დაყრდნობით
ხდება:• სწავლის
დაფინანსების მიღება
შეუძლია საბაკალავრო
საფეხურზე მყოფ ნებისმიერ
სტუდენტს;• სტუდენტები
შეირჩევიან მაღალი
აკადემიური მოსწრებითა და
ლიდერობის პოტენციალით;•
სასტიპენდიო პროგრამის
გამარჯვებულები
შეირჩევიან კონკრეტული
კრიტერიუმებისა და
პრიორიტეტული
მიმართულებების
შესაბამისად;• თითო
უნივერსიტეტიდან
ყოველწლიურად
დაფინანსდება მინიმუმ 5
სტუდენტი.ინფორმაციისთვის,
ახალგაზრდების
მხარდაჭერის მიზნით,
საქართველოს ბანკის CSR
მიმართულებისთვის უკვე 5
წელზე მეტია განათლება
პრიორიტეტია. სწორედ
ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ
საგანმანათლებლო პროექტს
ახორციელებს და უჭერს
მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი
მოსწავლისთვის,
სტუდენტისა და ახალგაზრდა
პროფესიონალისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას. ბანკის CSR
მიმართულების პორტფელი
მოიცავს ისეთ
საგანმანათლებლო
პროექტებს, როგორებიც არის:
საქართველოს ბანკის
სტიპენდიები; გიორგი
ჩახავას სახელობის
სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში,
აშშ-სა და გერმანიაში
სწავლის სრული
დაფინანსება; იდეათეკები –
საქართველოს ბანკის
ბიბლიოთეკების პროექტი;
საქართველოს ბანკისა და
კომაროვის ერთობლივი
პროექტი – STEM სკოლა;
საქართველოს ბანკის
ოლიმპიადები
მოსწავლეებისთვის: STEM
ოლიმპიადა, ეკონომიკის
ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური
განათლების ოლიმპიადა,
ევერესტი. ამასთან, საჯარო
მეტყველების კონკურსი, და
სხვა.საქართველოს ბანკის
მიერ განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს csr.bog.ge