განათლების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა 11 რეგიონის 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

News.ge 4 კვირის წინ 24
განათლების გზაზე არ გაჩერდე – საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა 11 რეგიონის 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა 2019 წელს ინოვაციური ბიბლიოთეკების – იდეათეკების პროექტი დაიწყო.
ინიციატივის მიზანი მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცოდნისა და ახალი აღმოჩენების მიმართ სიყვარულის ჩამოყალიბებაა.
სწორედ ამიტომ, ს ინიციატივით და პარტნიორების მხარდაჭერით, იდეათეკების მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები სხვადასხვა სკოლაში იხსნება, რაც რეგიონებში, მაღალმთიან, საზღვრისპირა სოფლებში, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, შემეცნებისთვის საჭირო რესურსებით – კომპიუტერებითა და პროექტორებით; მოწყობილია STEM კუთხე, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ მომავლის პროფესიებისთვის საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ყველა ინსტრუმენტი.
დღეს, საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა – იდეათეკა საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, -სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია